Select Page

Gulf+

G-Force ევრო რეგულარი – 2.77 ₾

G-Force პრემიუმი – 2.97 ₾

G-Force ევრო დიზელი – 2.93 ₾

ევრო დიზელი – 2.83 ₾

Gulf+ ის შესახებ

Gulf+ ნავთობკომპანია გალფის თვითმომსახურების სადგურების ქსელია, სადაც მომხმარებლებს უკვე თავად შეუძლიათ ჩაასხან საწვავი საკუთარ ავტომობილებში სწრაფად და მარტივად. Gulf+ სადგურებში ინტეგრირებულია QR გადახდების სისტემა, რაც საწვავის ჩასხმის პროცესს უფრო მარტივს და კომფორტულს ხდის. QR გადახდებისთვის აუცილებელია იქონიოთ გალფ კლუბის მობილური აპლიკაცია.

“გალფ პლუსში” შესაძლებელია გალფის ლოიალურობის პროგრამის – Gulf Club-ის ფასდაკლების და დაგროვების ბარათის გატარებაც, შესაბამისად, მომხმარებლები იღებს უფრო მეტ ფასდაკლებას საწვავზე, აგროვებს ქულებს და ერთვება ყველა იმ წამახალისებელ, თუ პრომო აქციებში რომელიც გალფის ქსელში მოქმედებს.

15-20 თეთრი ფასდაკლება

გალფი გთავაზობთ დამატებით -5 თეთრ ფასდაკლებას თუ საწვავს QR გადახდების სისტემის მეშვეობით ჩაასხავთ. Gulf+ ის თითოეულ სადგურზე განთავსებულია QR კოდები, რომლის დასკანერებაც Gulf Club-ის მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი. დასკანერების შემდეგ მოგენიჭებათ დამატებითი ფასდაკლება. კვირის დღეებში მიიღებთ -15 თეთრ, ხოლო ოთხშაბათს და კვირას -20 თეთრ ფასდაკლებას.

დამატებითი ფასდაკლების აქცია გრძელდება 12 მაისის ჩათვლით.

საწვავის ხარისხი და მაღაზიათა ქსელი

“გალფ პლუსის” სადგურები სრულად აღჭურვილია საწვავის მიწოდების და კონტროლის თანამედროვე სისტემებით. სადგურებზე განახლებულია სარეზერვუარო ინფრასტრუქტურაც, რაც უმნიშვნელოვანესია საწვავის მაღალი ხარისხის შენარჩუნებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ყველა გალფ პლუსის ობიექტზე განთავსებულია გალფ სთორის, მცირე ფორმატის, კიოსკის ტიპის მაღაზია, სადაც 24 საათის განმავლობაში მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს შეიძინოს როგორც ცხელი, ასევე გამაგრილებელი სასმელები და სნექები.

Gulf+ | Poti Larnaka

Gulf+ | Varketili Javakheti