იყო დრო და მეც დაკავებული ვიყავი ამ საინტერესო საქმით 🙂
ვიყენებდი 3DMax-ს… მერე ბლენდერზე გადავწყვიტე გადასვლა, მაგრამ აი მანდ გამედო. სხვა რაღაცაებით დავინტერესდი და მივატოვე 😦
ჩემი ადრეული ნაშრომების გამოსახვები (render) :
საარჩევნოდ ჩავედი ქუთაისში ორი დღით. ჯანდაბა არჩევნების, მამაჩემი და ჩემი ძმა ვნახე, მომენატრნენ.
კიდევ კატა მომენატრა, ჩემი კასსი 🙂
მოკლედ, სახლს არაფერი ჯობია!
ცოტა ქალაქშიც ვიარე ველოსიპეტით. ჩემდა გასაკვირად მანქანების მოძრაობა უფრო მოწესრიგებულია, ელექტრონების არ იყოს…
რამოდენიმე სურათი გადავუღე ჩემს ეზოს… რამდენი ხანი ვეღარ ვნახავ ვინ იცის?