როგორ წინაზე ვახსენე, Arduino პლატფორმა მიზნად ისახავს მიკროკონტროლერის (მკკ) დაპროგრამების გაადვილებას. მის გამო ეს ტექნოლოგია ყველასათვის არის ხელმისაწვდომი.
მიკროკონტროლერი (ინგ. microcontroller, MCU) – მცირე ზომის (ანუ მიკრო) მოწყობილობა, რომელსაც გააჩნია გამოთვლითი შესაძლებლობა, მეხსიერება და მართვადი შემავალი და გამავალი არხები (ფეხები, “პინები”).
ის გამოიყენება რაიმე მოწყობილობების თუ პროცესების მართვისთვის (ანუ კონტროლერი – მმართველი).
