დეივ თომასი… ა.ც.რ. დეივი მუსიკაა


ეს ადამიანი არის ჩემთვის ძალიან ძვირფასი. არა, ოჯახის წევრი არ არის. არც მეგობარია ის ჩემი. არც კი ნაცნობი. ჩემთვის ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ერთხელაც თვალით არ მინახავს. არ ვიცი როგორ ჟღერს მისი ხმა. როგორ გამოიყურება დილით. როგორ იცინის. როგორ ღელავს. არ ვიცი როგორ ფიქრობს, გრძნობს ან უყვარს… ამ ყველაფრის მიუხედავად, დეივი ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანია…

რატომ?

მისი გენიალური მუსიკა და შესრულება მიჩქარებს გულს; ცრემლი იღვიძებს და გარედ მიიჩქარის, იმდენად აღელვებულია დეივის მუსიკით; ხელი გაიყინება ერთ ადგილას – უსმენს. განძრევის ეშინია, იხუჭება, იმალება ბნელ ოთახში… ნოტი არ გამოეპაროს! ცრემლი ვერ გაძლებს და გადადგამს სასიკვდილო ნაბიჯს: ჩამოირბენს მხურვალე ლოყებზე და გაქრება უფსკრულში…

Continue reading დეივ თომასი… ა.ც.რ. დეივი მუსიკაა

დავუბრუნოთ Synaptic-ს შესაძლებლობა “Mark Packages by Task”


 

როგორც ჩანს, ის ამოღებული იქნა სინაპტიკიდან ახალ გამოსულ უბუნტუ 10.10-ში 😦 ეს ფუნქცია ძალიან მოსახერხებელია როცა ყენდება ბევრი პაკეტი ერთი გარკვეული ფუნქციისთვის. მაგალითად, ძალიან მოსახერხებელია გამოიყენოთ ის რათა დააყენოთ LAMP (Linux, Apache, MySQL და PHP) სერვერი. მის შესაძლებლობებში ასევე შედის ნაირ-ნაირი “ღრუბლური” სერვისების, OpenSSH, DNS სერვერის და სხვა პაკეტების დაყენება(LAMP სერვერის გარდა არც ერთი არ გამომიცდია).

მე პირადად მეწყინა რომ ეს ფუნქცია ამოიღეს, რადგან ის სულ რაღაც 300კბ-ს იწონის… დისკი გამოვიდა 693.2მბ, ასე რომ მასზე კიდე ძალიან ბევრი რამ დაეტეოდა, კანონიკალს რომ ძალიან ნდობოდა… 😦

მაშასადამე, ვაბრუნებთ აქედან გამქრალ ფუნქციას:

 

 

სასარგებლო სამარჯვეა!

 

 

ტერმინალში:

sudo apt-get install tasksel

ეგაა რა 😉

 

შრიფტების დაყენება Ubuntu Linux-ში


პირველად რომ ჩართავენ უბუნტუს, ბევრს უჩნდება ეს კითხვა. 🙂

რა თქმა უნდა, ყოველთვის არსებობს რამდენიმე გზა. აქ შევეცდები აღვწერო რამდენიმე.

#1 – თუ გვჭირდება ერთი-ორი შრიფტის დაყენება

1. ორჯერ დავაწკაპოთ შრიფტის ფაილზე და გაიხსნება მისი დათვალიერების ფანჯარა.
2. ფანჯრის ქვედა მარჯვენა კუთხეში იქნება ღილაკი “Install Font”.

 

 

დააჭერთ ღილაკს და ეგაა

 

#2 – თუ საჭიროა რამდენიმე შრიფტის დაყენება

1. მოვნიშნოთ ყველა ის შრიფტი, რომლების ჩაყენება გვსურს.
2.ა. [მიმდინარე მომხმარებლისთვის] თუ უკვე არ არსებობს, საშინაო საქაღალდეში [home/{თქვენი_სახელი}/] ვქმნით საქაღალდეს სახელით .fonts
2.ბ. [ყველა მომხმარებლისთვის]
ვხსნით ტერმინალს [Ctrl+Alt+T] და ვწერთ gksu nautilus . გაიხსნება ფაილების ფანჯარა. მივაგნოთ საქაღალდეს მისამართით /usr/local/share/fonts/
3. იქ ჩავაკოპიროთ მონიშნული შრიფტები.

#3 – თუ საჭიროა ბევრი შრიფტის დაყენება

1. შევდივართ ტერმინალში;
2. გადავდივართ იმ საქაღალდეში, სადაც გვიყრია შრიფტები [მაგ. Desktop/fontebi] :

cd ~/Desktop/fontebi

3.ა. და ვაყენებთ .ttf შრიფტებს მხოლოდ ამ მომხმარებლისთვის:

cp *.ttf ~/.fonts

3.ბ. ან ყველა მომხმარებლისთვის [მოგეთხოვებათ პაროლის შეყვანა] :

sudo cp *.ttf /usr/local/share/fonts/

 

საჭიროებისდაგვარად ჩაწერეთ ტერმინალში ბრძანება sudo fc-cache -f -v . ის განაახლებს შრიფტების ქეშს.

Unreal Commander: არაჩვეულებრივი ფაილების მმართველი


თუ დაუჭერ “მუღამს”, დაზოგავ ძალიან დიდ დროს, რადგან ფაილ-მენეჯერით მუშაობა, როგორც წესი, ძალიან სწრაფი და ეფექტურია.

– ჩემი პირადი გამოცდილებიდან

ზოგადად ფაილები მმართველების შესახებ

ფაილების მმართველი(ე.წ. ფაილ-მენეჯერი) არის პროგრამა, რომელიც ამარტივებს ფაილებითა და საქაღალდეებით მართვას. ზოგჯერ ისინი არ გამოირჩევიან ლამაზი გარსით, მაგრამ აქვთ მრავალი შესანიშნავი ფუნქცია, როგორიცაა, მაგალითად, მრავალი სურათის გადარქმევა, FTP-კლიენტი, ტექსტური ფაილების ჩქარი დათვალიერება/ჩასწორება, საქაღალდეებისა და ფაილების დალაგება, ორგანიზება და ა.შ. ფაილების მმართველების გავრცელებული მაგალითები: Norton Commander(DOS), Total Commander(WIN), Free Commander(WIN), Unreal Commander(WIN), GNOME Commander(Linux), Double Commander(Linux) და ა.შ. ბოლო სამი მიბაძავს Total Commander-ს (ყოფილი Windows Commander). სამივე, მათი “კუმირისაგან” განსხვავებით, არის სრულიად უფასო(ის ღირს $38… სტუდენტებისათვის ფასდაკლებაა – $28) და ზოგი კიდე თავისუფალი. აქვთ TotalCMD-ს ჩანართების მხარდაჭერა ძალიან ჰგვანან მას… 🙂

…დავუბრუნდეთ ჩვენს დღევანდელ სტუმარს: Unreal Commander

Continue reading Unreal Commander: არაჩვეულებრივი ფაილების მმართველი

აღვნიშნოთ ახალი უბუნტუ! AWN თემა და შპალერი


ახალი უბუნტუს გამოცემამდე დარჩა სულ რაღაც ერთი კვირა… ერთი კვირა? “უნდა მოვემზადო” – ვიფიქრე…

რადგან უბუნტუს ახალი თემა Ambiance გულის სიღრმემდე შემიყვარდა[ნარინჯისფერია!], გადავწყვიტე გამეკეთებია ისეთი რამეები, რაც ამ სტილს მოუხდებოდა…

წარმოგიდგენთ . . . ~ტამტამების ხმა~

Meerkat Is Coming! შპალერი

დააჭირეთ სურათს და გადადით გადმოტვირთვის გვერდზე 😉

და

Maverick Ambiance Avant Window Navigator თემა [lucido]

დააჭირეთ სურათს და გადადით გადმოტვირთვის გვერდზე 😉

თუ არ დაგეზარებათ, მითხარით რას ფიქრობთ ამ ნამუშევრების შესახებ! ძალიან გამახარებთ! 😉

გავუშვათ Matlab 7 უბუნტუზე


ელექტრონიკის მიმართულებაზე, ხშირად ვიყენებთ მატრიცულ ლაბორატორიებს, შემოკლებით – MatLab… რისთვის? – ვადგენთ გრაფიკებს, ჰისტოგრამებს, ვახორციელებთ რთულ გათვლებს, მოდელირებასა და მონაცემების მრავალი სახის დამუშავებას. რატომ მეშვიდე ვერსია? – მივიღეთ ასეთი პასუხი: “ყველაზე კარგი ვერსიაა, რადგან ზედმეტად გადატვირთული არ არის და სწავლისთვის ძალზედ გამოსადებია”. ამას სავსებით ვეთანხმები – მშვენიერი ვერსიაა და სწრაფად მუშაობს. შემდეგი ვერსიები, მაგ. უახლესი, იწონის 4.6 გბაიტს, ხოლო ამის მინიმალური პაკეტი – 700 მბაიტს(!), სრული – 2100 მბაიტს. განსხვავება აშკარაა…

ეს პროგრამა შექმნილია Windows XP გარემოსთვის, ამიტომ დიდი შეფერხებების გარეშე შეგვიძლია მისი ამუშავება Ubuntu კომპიუტერზე ამუშავება. ყველაზე “ნაღდი” არის WINE ბიბლიოთეკების გამოყენება. პროგრამის დაყენებაც კი საჭირო არ არის.

დაიმახსოვრეთ, რომ ქვემოთ მოცემული ხერხის გამოყენებისთვის საჭიროა რომ თქვენ შეძენილი გქონდეთ ლიცენზირებული MatLab7.

თუ ავიღებთ სადმე დაყენებულ მატლაბს და გავუშვებთ გამშვებ ფაილს {მატლაბი}/bin/win32/MATLAB.exe,  მიიღებთ შემდეგ შეცდომას:

ამის გამოსასწორებლად: ფაილში {მატლაბი}/bin/win32/license.dat მდებარე HOSTID=DISK_SERIAL_NUM= წარწერის გასწვრივ მდგომი მნიშვნელობა[ხისტი დისკის სერიული ნომერი] ჩასვით ფაილში ~/.wine/dosdevices/c:/.windows-serial [თუ არ არსებობს – შეგიძლიათ თავისუფლად შექმნათ ის – ჩვეულებრივი ტექსტური ფაილის სახით].

მატლაბი გაიშვება და [თითქმის] ჩვეულებრივ იმუშავებს. შესაძლოა, ალაგ-ალაგ ამოაგდოს შეცდომები.

ჩემ სისტემაზე Ubuntu 10.10 Maverick Meerkat x86, Wine1.2-თ, მუშაობს:

  • ბრძანებები
  • *.m სცენარ-ფაილები
  • მომზმარებლის მიერ განსაზღვრული ფუნქციები
  • ფაილების წაკითხვა/შენახვა
  • ისტორია
  • გრაფიკების აგება

გრაფიკების აგება იმიტომ დავხარე, რომ მთლად კარგად არ მუშაობს მისი ასახვითი ძრავა(rendering engine)… გრაფიკის ფონი შავია და მიახლოებისას, ნახატი აირევა ხოლმე… არადა, ყველაფერი მშვენივრად მუშაობდა WINE ვერსიაში 1.2rc3… იმის მერე არ მიცდია და არ ვიცი რომელ ვერსიაში შეწყდა ამ პროგრამის გამართული მუშაობა.

ამ წუთისთვის გამოსულია Wine 1.3.4. ეს ვერსია ჯერ არ მიცდია, ამიტომ თუ ვინმე ცდით, მითხარით რა… 😉

აი, ჩემი ეკრანიც:

“უბუნტუს მარტივი გზამკვლევი”… რას ფიქრობთ?


ახლახანს, გამოვიდა სახელმძღვანელო ქართულ ენაზე: “უბუნტუს მარტივი გზამკვლევი”… [ხელმისაწვდომია PDF ვერსიაც]

თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი აპირებთ Ubuntu ლინუქსზე გადასვლას, გირჩევთ წაიკითხოთ ეს მარტივი სახელმძღვანელო!

სხვა წიგნებისაგან განსხვავებით ის არ გიბურღავთ ტვინს გნუ/ლინუქსის ფილოსოფიის შესახებ და ა.შ… უბრალოდ ჩართავთ კომპიუტერს, გადაშლით წიგნს და მოგეწოდებათ საბაზო ინფორმაცია – საკმარისი იმისათვის, რომ შეხვიდეთ ინტერნეტში, შექმნათ დოკუმენტი, მოუსმინოთ მუსიკას… ამოხსნათ ერთი-ორი სუდოკუ… 🙂

აუცილებლად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს და გაუწიეთ მხარდაჭერა მშრომელ ხალხს 😉

ოფიციალური საიტი

გზამკვლევის ავტორი გახლავთ ქესიდი ჯეიმს[Cassidy James]. მას მოუვიდა აზრი შექმნას პატარა “ბუკლეტი”, რომლის მეშვეობით ადამიანი, რომელიც სრულიად ახალია უბუნტუს გარემოში, არ დაიკარგება და მიიღებს კარგი დასაწყისისთვის საკმარის ცოდნას…

თარგმანი წარმოგიდიგნათ გიორგი [DrAcid] მაღლაკელიძემ და მისმა ძვირფასმა შეყვარებულმა, თამარ მახარაშვილმა. თუ გაქვთ რაიმე სახის შენიშვნა, დაპოსტეთ ამ საიტზე ან დამიკავშირდით ელფოსტაზე: acidlabz[at]gmail[dot]com

ეს არ არის ტექნიკური ლიტერატურა. თუ თქვენ გსურთ შეისწავლოთ ლინუქსი, მოძებნეთ სხვა წიგნები… თუნდაც აქ: “უფასოდ გადმოტვირთეთ 20 საუკეთესო წიგნი ლინუქსის შესახებ”

ეს არის სამომხამრებლო დამხმარე მასალა, დასაწყისისთვის. შესაძლოა, მომავალში დაიწერება უფრო დახვეწილი და ვრცელი სახელმძღვანელო. 😉

ჩვენ არანაირ ოფიციალურ კავშირში (დადასტურება, დახმარება, სპონსირება) ვართ Ubuntu ან სხვა პროექტებთან. გზამკვლევი ექვემდებარება CC-BY-NC-SA ლიცენზიას, რომლის ხილვა შეგიძლიათ Creative Commons ვებ-საიტზე, მისამართზე: http://creativecommons.org/licenses/by-nc-sa/3.0/

cd /home/dracid/

Design a site like this with WordPress.com
Get started