ქართულად თარგმნის გზამკვლევი


“თუ მეზობელსაც არ ესმის რა დაწერე, ესეიგი არასწორად დაგიწერია!” – წესი #0

რაღაც ხნის წინ ჩავფიქრდი და მომაგონდა, რომ მე ჯერ არ მინახავს ერთი მაინც მითითება, თუ როგორ უნდა ითარგმნოს პროგრამა. კერძოდ კი – პროგრამის სტრიქონები. გადავწყვიტე თვითონ დაწერა – აზრთა დაულაგებელი კაში გამოდგა. ამასთან ერთად მაგალითებიც უნდა მომეფიქრებინა. არადა დროის დეფიციტია…

მოგახსენებთ, უბუნტუს საოპერაციო სისტემის თარგმნა მიმდინარეობს შესანიშნავ საიტზე Launchpad.net. ამ საიტზე მიმდინარეობს არა მხოლოდ თავისუფალი პროგრამების თარგმნა, არამედ შემუშავება და განბზიკვაც კი! თქვენი მომდევნო პროექტის სანდო ჰოსტინგი 😉 (ლონჩპედი ცალკე განსახილველი თემაა და აღარ გადავუხვევ)

მოკლედ, მათი გზამკვლევი ისე მომეწონა, რომ გადავწყვიტე მეთარგმნა და ვუა-ლა: თარგმნის პროცესის ზოგადი გზამკვლევი

[ასევე, ხელმისაწევდომია გზამკვლევი PDF ვერსია]

ვისაც გამოგადგებათ, თუ არ შეწუხდებით – შემიფასეთ 😉

შენიშვნები, იდეები და ა.შ. დიდი სიამოვნებით მიიღება!

თუ აირჩევთ “უკეთესს ველოდი”, ძალიან გთხოვთ დამიწეროთ რატომ – შევეცდები გავაუმჯობესო! 😉

– მჟავა

რასელ აკოფი – განათლების შესახებ


კარგა ხანია არ დამიპოსტია… იმიტომ, რომ დაკავებული ვარ… საკმაოდ.

ფიზიკის ინსტიტუტში ახალ ცდებს ვატარებთ, ვემზადებით კოსმოსური სხივების გამოსაკვლევად, ვამზადებთ TSU ელექტრონიკის საიტს… ამავდროულად დღე არ გავა რომ რომელიმე საგანში საკონტროლო თუ შუალედური გამოცდა არ დავწეროთ… მოკლედ – მხიარულად გადის სტუდენტის ცხოვრება 🙂

* * *

პირველ კურსზე რომ ვიყავი, ჩემმა პროფესორმა მირჩია რასელ აკოფის( Russell L. Ackoff ) წიგნის – “აკოფი მართვის შესახებ” წაკითხვა. კერძოდ კი, მისი ერთ-ერთი თავის – “განათლება”… მართალი გითხრათ, ვერ მოვიცალე ბოლომდე წაკითხვისთვის. წავიკითხე მხოლოდ რაღაც ნაწილი. ნახევარი არც კი იქნება. მაგრამ იმ მცირე ნაწილმა გაოგნებული დამტოვა. აი რას წერს მეოცე საუკუნის დიდი თეორეთიკოსი[ჩემი ნათარგმნია, ასე რომ ბევრ სტილისტურ და გრამატიკურ შეცდომას დაინახავთ 😉 ] :

Continue reading რასელ აკოფი – განათლების შესახებ

ოპერაციული გამაძლიერებელი. ნაწილი 1


მოგეხსენებათ, მე არ ვარ სპეციალისტი… მე ჯერ კიდევ ვსწავლობ 🙂 მაგრამ, რა საკვირველია, შემიძლია გაგიზიაროთ გარკვეული ცოდნა… ჩემი არასაკმარისია, ამიტომ ვთარგმნე შემდეგი რუსული სტატია: Практическое применение операционных усилителей. Часть первая.

[ PDF ფაილი: ოპერაციული გამაძლიერებელი.pdf ]

 

დიდი სიამოვნებით მივიღებ შენიშვნებს! იმედია, გამოგადგებათ! 😉

წავედით!

წარმოგიდგენთ ოპერაციულ გამაძლიერებელს:

სქემაზე ტიპიური აღნიშვნა:

მოწყობილობას ძირითადად აქვს ორი შესავალი და ერთი გასავალი. რა თქმა უნდა, კვება მიეწოდება და სიხშირული კორექცია ხდება ცალკე შემოსავლებზე. თანამედროვე გამაძლერებლების უმეტესობას კორექციის საშუალება ჩაშენებული აქვს.

Continue reading ოპერაციული გამაძლიერებელი. ნაწილი 1

ასატვირთი ფაილების ზომის გაზრდა. LAMP + WordPress


ნაგულისხმევად, ასატვირთი ფაილების ზომა არ უნდა აღიმატებოდეს 2მბ-ს, ხოლო ფაილების რაოდენობა, თუ არ ვცდები 20-ს.

ხანდახან საჭიროა ცოტა დიდი ფაილების ატვირთვა, ასე რომ ეს უნდა შეიცვალოს!

ჩემს მანქანაზე აყენია Ubuntu 10.10 x32 და LAMP სერვერი. სხვა მანქანებზე შეიძლება ინსტრუქცია განსხვავებოდეს, მაგრამ, სავარაუდოდ, ყველგან მსგავსი იქნება. ამ საქმის პროფესიონალი არ ვარ, თუ გექნებათ რაიმე შენიშვნა, გამიხარდება თუ გამოთქვამთ მას.

ყოველთვის შეინახეთ ყველა ჩასასწორებელი ფაილის სამარქაფო ასლი სანამ დაიწყებთ რამენაირ ჩალიჩს! 😉

  • დავიწყოთ? — მიაგენით თქვენს php.ini ფაილს და გახსენით საყვარელ ტექსტ რედაქტორში: 

gksudo gedit /etc/php5/apache2/php.ini

  • მოძებნეთ ხაზი, რომელიც შეიცავს წარწერას “upload_max_filesize”. მაგის გასწვრივ რიცხვი 2M შეცვალეთ სასურველი რიცხვით. ვთქვათ 1024M:

upload_max_filesize = 1024M

სანამ ათვარიელებთ php.ini ფაილს, შეგიძლიათ ასევე შეცვალოთ ასატვირთი ფაილების რაოდენობა “max_file_uploads” და საერთოდ გათიშოთ ფაილების ატვირთვა http პროტოლის მეშვეობით – “file_uploads” 🙂

  • გადავტვირთოთ აპაჩე სერვერი. ტერმინალში შეიყვანეთ:

sudo /etc/init.d/apache2 restart

ამგვარად გავზარდეთ სერვერისათვის დასაშვები ზომა 1გბ-დე. მაგრამ რატომ მიჩვენებს ჩემი WordPress პანელი, რომ ზღვარი არის მხოლოდ 8მგ?  – იმიტომ, რომ WordPress ცალკე ფაილში უნდა მიუთითოთ ზომის მაქსიმუმი 🙂

  • შედით იმ საქაღალდეში, სადაც გიყენიათ WordPress ძრავი. ჩემთან ეს არის /var/www/wordpress/
  • გახსენით ან შექმენით ფაილი .htaccess
  • შიგნით, WordPress სექციაში ჩაამატეთ შემდეგი სტრიქონი:

php_value post_max_size 1024M

  • ჩემი /var/www/wordpress/.htaccess ფაილი გამოიყურება შემდეგნაირად:

# BEGIN WordPress
php_value post_max_size 1024M
# END WordPress

ამის მერე, ჭორდპრესიც მიხვდება იმას, რომ ზღვარი გაიზარდა და მოგცემთ საშუალებას ატვირთოთ, არვირთოთ, ატვირთოთ! 🙂

 

ბანერი “გამოგვყევი Twitter-ზე!”


აი, ვიქექებოდი ძველ ფაილებში და აღმოვაჩინე შარშანდელი (ოქტ.2009) ნამუშევარი:

შექმნილია Adobe Fireworks CS4 – სპეციალური PNG ფორმატში. სურათი რომ გადმოწეროთ, სავარაუდოთ, გაიხსნება ყველა ფენითა და ელემენტით.

შეგიძლიათ თავისუფლად გამოიყენოთ ვისაც გჭირდებათ 🙂

Photo თემა CoverGloobus-თვის


დააჭირეთ სურათს და გადახვალთ გადმოტვირთვის გვერდზე

გადავწყვიტე ახალი საინტერესო რამის გასინჯვა – CoverGloobus… აჩვენებს (+ მართავს) მიმდინარე სიმღერების ალბომებს, ტექსტს, გიტარის ნოტებს და ა.შ. უმეტეს წილად დევს სამუშაო მაგიდაზე… 🙂 საკმაოდ კარგი და საინტერესო რამ არის.

ისე მომეწონა, რომ თემაც კი გავუმზადე ემოციებისაგან… 🙂

მისი ჩაყენება ხდება ასე:

* არქივიდან ამოვიღოთ საქაღალდეში /home/{USER}/.CoverGloobus/themes
* მარჯვენა წკაპი CoverGloobus-ზე და –> ‘Configure’ -> ‘Theme’
* გადავახვევთ ‘Photo’-დე და ვაწკაპებთ.

 

ისიამოვნეთ საყვარელი მუსიკით 🙂

– გ.

Brukkon – პირველი ფასიანი თამაში უბუნტუს მაღაზიაში!


არ უნდა Valve-ს ლინუქსისთვის Steam-ის გამოშვება? ნუ უნდა!

ჩვენ, “უბუნტუშნიკებს”, გვაქვს ჩვენი პროგრამული ცენტრი და მასში მყოფი მაღაზია. სულ ახლახანს გაიხსნა და ერთადერთი პროდუქტი ჰქონდა – Fluendo DVD Player – სამარჯვე, რომლის მთავარი დანიშნულებაა დაშიფრული, “ორიგინალი” DVD-ების დაკვრა.

მაღაზიის გახსნის დღიდან ყველა სულმოუთქმელად ელოდა რაიმე ახალს. მთელი საზოგადოება გაშეშებული იყო თამაშების მოლოდინში. ნაირ-ნაირი ჭორები დადიოდა… მაგრამ უთუოდ, უბუნტუ 10.10 გამოვიდა და ახალი პროდუქცია არ შეჰმატებია ყველასათვის საყვარელ Software Center-ს… 😦

დღეს კი, წარმოგიდგენთ: Brukkon, თამაში არის ერთი რობოტის შესახებ. ჩვენი ამოცანაა ვაპოვნინოთ მას დაკარგული ნაწილები. ფასი – სულ რაღაც $7. 🙂

კარგი თამაში ჩანს 🙂 ამჟამად ვიწერ დემოს, 38მბ. იმედია კარგი იქნება. როგორც მოვიცლი თამაშისთვის, აუცილებლად დავწერ მის შესახებ.

ოფიციალური საიტი: http://brukkon-puzzle-game.com/

დემო ვერსია: http://brukkon-puzzle-game.com/demo.html

საიდან გავიგე? – OMG!Ubuntu! – ძალიან გამოსადეგი და საინტერესო რესურსი “უბუნტუისტებისათვის” 😉

cd /home/dracid/

Design a site like this with WordPress.com
Get started