ქსელის ვექტორული მაანალიზებლის (VNA) მოდელი ნაწ.1


agilent-vnaმოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ვისაუბრე ქსელის ვექტორული მაანალიზებლის (VNA) შესახებ და ასევე მქონდა დავალება შემექმნა ერთ-პორტიანი VNA-ს მოდელი კომპიუტერზე.

ამ ჩანაწერში შემოგტავაზებთ ზემოხსენებული დავალების შესრულებულ ვარიანტს. აქ მოყვანილი ინფორმაცია შეიძლება არ იყოს 100% სრული ან მართალი. იმედი მაქვს ბევრი შეცდომ არ დამიშვია :))

Continue reading ქსელის ვექტორული მაანალიზებლის (VNA) მოდელი ნაწ.1

წონისთვის ყოველდღიურად თვალყურისდევნა


ნეტავ უფრო ადრე რატომ არ ვიყიდე სასწორი? აღმოჩნდა რომ ვიწონი ~95 კილოგრამს, რაც მცირე ზომის ბეჰემოტის წონას უახლოვდება.

scales_1
სასწორიანი კოშმარი
scales_2
რომელი სასწორი ჯობია?

სანამ გულმა დამარტყა და მოვკვდი, გადავწყვიტე უფრო ჯანსაღი ცხოვრების წესით დავკავდე: არანაირი საჭმელი ექვსის მერე და ყოველდღიური ვარჯიში. Continue reading წონისთვის ყოველდღიურად თვალყურისდევნა

წიგნი ქსელის ვექტორული მაანალიზებლის შესახებ


Michael Hiebel - Fundamentals of Vector Network Analysisსალამი ყველას! დღეს ჩემმა ხელმძღვანელმა მაჩუქა საუკეთესო წიგნი ქსელის მაანალიზებლის შესახებ! ❤

ეს ნაშრომი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო წიგნად ამ თემატიკაზე. მასში განხილულია საკმაოდ ვრცელი მასალა:

  •  მაანალიზებლების სახეობები
  • თითოეულიშემადგენელი ნაწილის აღწერა, ფუნქციონალობის დაწვრილებითი გარჩევა
  • არაიდეალური ეფექტების დახასიათება
  • დაკალიბრების სახეობები – თეორია და გამოყენება
  • განსაკუთრებით სასარგებლოა წიგნის “რეცეპტების” ნაწილი: ანუ კონკრეტული ამოცანების გაზომვის ტექნიკა.

500px-Rohde_&_Schwarz_Logo.svgMichael Hiebel – “Fundamentals of Vector Network Analysis“, Rohde & Schwarz

წიგნის ნაწილი შეგიძლიათ იხილოთ ოფიციალურ საიტზე, ან მოცემულ ბმულზე. პატარა pdf ფაილია, მაგრამ ძალიან ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოიცავს 🙂

“რეპოსტი”: მისაღებია თუ არა ქუჩაში სანთლის შეძენა?


მინდა გამოვაქვეყნო გაზეთი “კვირის პალიტრადან” ამ ჩანაწერის ასლი:

– რა მნიშვნელობა აქვს ტაძარში შესვლას სანთლის შეძენას და დანთებას?

არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):

– ტაძარში შესვლისას სანთელს ვანთებთ იმ დანიშნულებით, რაც ზოგადად სანთლის დანთებას აქვს. გარდა ამისა, ტაძარში შესვლისას, სანთლის შეძენა არის საეკლესიო შესაწირავი – როდესაც ადამიანი სანთლის საფასურს იხდის, ნებაყოფლობით სწირავს თავის შრომის ნაწილს ღმერთს და მის საყდარს, რაც ღვთისგან დადგენილი პასუხისმგებლობაა და ყველა ადამიანს ევალება. როდესაც ადამიანი სანთელს ქუჩაში ყიდულობს, ეს არ არის შესაწირი, ამას არა ღვთისთვის, არამედ საკუთარი სურვილის დასაკმაყოფილებლად აკეთებს, – რომ ნაკლები თანხა გადაიხადოს. ამგვარი მიდგომით ადამიანი ავლენს, რომ ღვთისთვის ცოტა მეტი თანხის გაღება ენანება. რას ხმარდება ტაძაში შეძენილი სანთლის თანხა? – საღვთო საქმეებს – ეკლესიის მსახურთ, გაჭირვებულებს… ანუ ეკლესია წყვეტს, როგორ განკარგოს ეს თანხა და სწორედ ამის გამოა საჭირო, რომ ადამიანმა საეკლესიო ნივთები, სანთლები, საეკლესიო ლიტერატურა ტაძართან არსებულ საეკლესიო მაღაზიაში შეიძინოს. შეიძლება, ვინმე შემოგვედაოს – იმ ადამიანსაც ხომ უჭირს მატერიალურად, რომელიც სანთლებს ქუჩაში ყიდის და მათთან სანთლის შეძენითაც ხომ შევეწევით გაჭირვებულებსო, მაგრამ ეს არამართებული მოსაზრებაა. თუ გაჭირვებულია, შეუძლია, სხვა რამ გაყიდოს. ამგვარი ქმედებით ადამიანი ეკლესიას ართმევს და ამის გამო არც ჩვენ ჩაგვეთვლება მათგან სანთლის ყიდვა მოწყალებად. პირიქით – დანაშაულია, თუ სურვილი გვაქვს, ასეთ ადამიანზე მოწყალება გავიღოთ. ეს არ გვეკრძალება, მაგრამ არა – მისგან სანთლის შეძენით, არამედ ისე შევეწიოთ, თანხით. შესაძლოა, ვინმე იმაშიც შემოგვედაოს – რაში იყენებს ეკლესია სანთლის თუ სხვა საეკლესიო დანიშნულების ნივთების გაყიდვის სანაცვლოდ შემოსულ თანხასო? – თუკი ჩვენ, ეკლესიის წევრები არადანიშნულებისამებრ ვიყენებთ, ამას უფალი ჩვენ მოგვკითხავს. ერისკაცთ კი თავიანთი დანაშაული მოეკითხებათ.

-არსებობს აზრი, რომ არ შეიძლება კენტი რაოდენობის სანთლების დანთება. ეს მართლაც ასეა? საერთოდ, აქვს თუ არა მნიშვნელობა, რა რაოდენობის სანთელს დავანთებთ?

– ეს არის ცრურწმენა. ამდენად, რელიგიურ საფუძველს მოკლებულია. ადამიანს შეუძლია დაანთოს იმდენი სანთელი, რამდენის შეძენის სურვილი და შესაძლებლობაც აქვს.

სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ ”გზის” ხუთშაბათის ნომერში.

არიქა, სულ მალე ახალი აქცია შენთან ახლო ეკლესიაში!!! იყიდე კილო მადლი 5 ლარად! სამი კილო 10 ლარად!

წარმოთქმის ინგლისური სავარჯიშოები


ძალიან ბევრი ადამიანი არ მეტყველებს გარკვევით. ანუ არ წარმოთქვამს ხმებს მკვეთრად, ყლაპავს და აწებებს ხმებს ერთმანეთზე, საუბრობს მეტისმეტად სწრაფად დაგაუგებრად და ა.შ.
Pronunciation_Tweety-Bird-copy მეტყველების ამ ხარვეზების გამოსასწორებლად ბრიტანეთის სკოლებში იყო საგანი elocution. აქ ბავშვებს ასწავლიდნენ გარკვევით ლაპარაკს. ერთ-ერთი მათგანი არის ცნობილი ბრიტანელი მწერალი, კომიკოსი და წამყვანი სტივენ ფრაი (Stephen Fry). ბავშვობაში არავის ესმოდა მისი – სანამ ზემოხსენებული საგნის მასწავლებელთან მიიყვანეს. ახლა კი მიხი ხმა და საოცრად მდიდარი მეტყველება ცნობილია მთელს მსოფლიოში.

Continue reading წარმოთქმის ინგლისური სავარჯიშოები

ქსელის ვექტორული მაანალიზებლის შესახებ


agilent-vnaქსელის ვექტორული მაანალიზებელი Vector Network Analyzer (VNA) არის ხელსაწყო, რომლის მეშვეობით იზომება ელექტრული ქსელების მახასიათებლები (network parameters). ელექტრული ქსელი არ ნიშნავს კომპიუტერულ ქსელს (რომლის მეშვეობითაც ახლა ამ საიტზე ხართ შესული 🙂 ) : ის ნიშვნავს რაიმე ელექტრულ წრედს, ან ხელსაწყოს (გამაძლიერებელი, ფილტრი, ანტენა… ა.შ.)

ქსელურ მახასიათებლებში როგორც წესი იგულისხმება გაბნევის მახასიათებლები (Scatter ანუ S-parameters), თუმცა არსებობს მათი ბევრი სახეობა: z-parameters, y-parametersh-parameters, ABCD-parameters. როგორც წესი, იზომება s-პარამეტრები, რათა ისინი კარგად ახასიათებენ ქსელის პორტებს შორის გადაცემასა და არეკვლას სიხშირეთა რაღაც დიაპაზონში.

Continue reading ქსელის ვექტორული მაანალიზებლის შესახებ

FTL: Advanced Edition მუსიკა უფასოდ!


დიდი ხანია ბლოგის მარცხენა სვეტში მიდევს Ben Prunty-ს შესანიშნავი მუსიკა იშვიათი თამაშისთვის FTL: Faster Than Light.

ftl1ახლახანს გამოვიდა უფასო დამატება სახელით FTL: Advanced Edition. თამაშს დაემატა ბევრი რამ (იარაღები, რასები და ა.შ.). ყველაზე სასიამოვნო დამატება კი მუსიაა. ამ საკმარისად რთულ, დაძაბულ და მომთხოვნ თამაშს ჩემდა გასაოცრად არაჩვეულებრივი მუსიკალური გაფორმება გააჩნია.

რატომ ვწერ ამის შესახებ? იმიტომ რომ ჯიგარმა კომპოზიტორმა უფასოდ გამოაქვეყნა ახალი ჩანაწერები.

ძველებსაც და ახლებსაც შეგიძლიათ მოუსმინოთ უფასოდ ნაკადის რეჟიმში:

 

cd /home/dracid/

Design a site like this with WordPress.com
Get started