პროგრამის სტრუქტურა:ზოგადად, პროგრამას უნდა ჰქონდეს შემდეგი სტრუქტურა:
PROGRAM programis-saxeli
IMPLICIT NONE
[გამოცხადების ნაწილი]
[შესრულების ნაწილი]
[ქვეპროგრამების ნაწილი]
END PROGRAM programis-saxeli
დამატებითი ცნობები: ფრჩხილებში მყოფი [ ] ჩანაწერები არააუცილებელია, ისინი უბრალოდ განიშნებენ პროგრამის ნაწილებზე. ჩანაწერი IMPLICIT NONE აუცილებელია. პროგრამა იწყება საკვანძო სიტყვით PROGRAM,
- რომლის შემდეგ იწერება პროგრამის სახელი,
- შემდეგ – ჩანაწერი IMPLICIT NONE,
- შემდეგ – ცვლადების და პარამეტრების გამოცხადების ჩანაწერები,
- შემდეგ – შესასრულებელი ნაწილი,
- შემდეგ – შიდა ქვეპროგრამების განყოფილება,
- ბოლოში – საკვანძო სიტყვა END PROGRAM და პროგრამის სახელი.
კოდის წაკითხვადობის გასაუმჯობესებლად გამოიყენება კომენტარები.
Continue reading F90: შესავალი ფორტრანში →
41.709981
44.792998