JavaScript

- არ აგერიოთ ერთმანეთში Java და JavaScript
JavaScript (/ˈdʒɑːvɑːˌskrɪpt/; იკითხება: ჯავასკრიპტი; აბრევ. JS /ˈdʒeɪ.ɛs./) — პროგრამირების ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ენაა. სახელწოდება JavaScript, როგორც სავაჭრო ნიშანი დარეგისტრირებულია ფირმა Sun Microsystems, Inc-ის მიერ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]JavaScript-ის შექმნილი კომპანია Netscape-ის მიერ, და პირველად ჩართული იყო Netscape Navigator ბრაუზერში. მისი თავდაპირველი სახელწოდება იყო Mocha, შემდეგ LiveScript. იგი წარმოდგენილ იქნა როგორც Netscape Navigator 2.0B3 ვერსიის შემადგენელი ნაწილი 1995 წლის დეკემბერში. Internet Explorer-ში ჯავასკრიპტი გამოჩნდა 1996 წელს, როცა ოფიციალურად გამოვიდა Internet Explorer 3,0 ვერსია.
JavaScript და HTML
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]JavaScript შეიძლება იყოს HTML-ის შემადგენელი ნაწილი და მოთავსებული იყოს ნებისმიერ ადგილას, შეუზღუდავი რაოდენობით. იგი ყოველთვის მოთავსებულია <script></script> ტეგებს შორის, HTML 4.01 სტანდარტის მიხედვით, type="text/javascript" ტეგის საშუალებით.
კოდის მაგალითი: