ვარიანტების გასაცნობად დაიწყეთ საძიებო მოთხოვნის აკრეფა. ნავიგაციისთვის გამოიყენეთ კლავიშები ზემოთ ან ქვემოთ მიმართული ისრებით. ასარჩევად გამოიყენეთ კლავიში Enter. არჩეული ფრაზა საძიებო ველს დაემატება, ბმულის არჩევის შემთხვევაში კი ბრაუზერში შესაბამისი გვერდი გაიხსნება.
ინსტრუქცია

მასპინძლის ან სტუმრის საეჭვო მონაწერების შესახებ შეტყობინება და მათი დაბლოკვა

საეჭვო ან შეუსაბამო მონაწერების შესახებ შეტყობინებით ჩვენს პლატფორმაზე უსაფრთხოების შენარჩუნებაში გვეხმარებით. ამას გარდა, საშუალება გაქვთ, დაბლოკოთ მასპინძელი ან სტუმარი და ის ვეღარ შეძლებს თქვენთვის მოწერას.

საეჭვო მონაწერის შესახებ შეტყობინება დაბლოკვის ვარიანტით

საეჭვო მონაწერის შესახებ შეტყობინება კომპიუტერის მეშვეობით

  1. დაწკაპუნებით აირჩიეთ „შეტყობინებები“, შემდეგ კი — მიმოწერა, რომელიც შეიცავს მონაწერს, რომლის შესახებაც გსურთ შეტყობინება
  2. იპოვეთ მიმოწერაში შესაბამისი მონაწერი, შემდეგ კი დააწკაპუნეთ სამ წერტილს მის გვერდით
  3. დაწკაპუნებით აირჩიეთ  საეჭვო მონაწერის შესახებ შეტყობინება
  4. დაწკაპუნებით აირჩიეთ, რატომ გვატყობინებთ მონაწერის შესახებ, შემდეგ კი — კარგი
  5. მიუთითეთ დამატებითი ცნობები (თუ სავალდებულოა), შემდეგ კი დაწკაპუნებით აირჩიეთ გადაგზავნა

მონაწერის შესახებ შეტყობინების შემდეგ, შესაძლოა, მომხმარებლის დაბლოკვის საშუალება გქონდეთ. ამისთვის აირჩიეთ ამ პიროვნების დაბლოკვა, შემდეგ კი — დაბლოკვა. დაბლოკვის შედეგები განსხვავდება სიტუაციის მიხედვით.

მასპინძლის ან სტუმრის დაბლოკვის შედეგები

პირი, რომელსაც დაბლოკავთ, ვეღარ შეძლებს თქვენთვის მოწერას, თქვენი განცხადებით ჯავშნის გაფორმებასა თუ თქვენთვის დაჯავშნის მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამის მიუხედავად, დაბლოკვის შედეგები განსხვავდება სიტუაციის მიხედვით.

დაბლოკვა მომავალი ან მოქმედი ჯავშნების შემთხვევაში

თუ მომავალ ან მოქმედ ჯავშანში მითითებულ მასპინძელს ან სტუმარს დაბლოკავთ, მისგან შეტყობინებების მიღება არ აიკრძალება არც ჯავშნის მოქმედების დაწყებამდე, არც მისი მოქმედების პერიოდში და არც ჯავშნის მოქმედების დასრულებიდან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში. აღნიშნული აუცილებელია მთელი ჯავშნისშემდგომი კომუნიკაციის სათანადოდ დასრულების უზრუნველსაყოფად.

ჯგუფური მიმოწერის შემთხვევაში მიმოწერა ყველასთვის დაიხურება ჯავშნისშემდგომი ორკვირიანი პერიოდის გასვლის შემდეგ.

თუ ჯავშანს გააუქმებთ, დაბლოკვა მყისიერად შევა ძალაში. საჭიროებისამებრ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ დახმარებისთვის.

დაბლოკვა დაჯავშნით დაინტერესებების შემთხვევაში

თუ მასპინძელს ან სტუმარს დაჯავშნით დაინტერესების ეტაპზე დაბლოკავთ, მიმოწერას მისი ვერცერთი მონაწილე ვეღარ შეძლებს.

სხვა ადგილები, საიდანაც შეგიძლიათ დარღვევის შესახებ შეტყობინება

ზემოაღნიშნულის გარდა, შეგიძლიათ მასპინძლების ან სტუმრების საეჭვო პროფილებისა თუ განცხადებების შესახებ შეტყობინება.

დაგეხმარათ ეს სტატია?

დაკავშირებული სტატიები

  • ინსტრუქცია

    მასპინძლის ან სტუმრის შეუსაბამო ქცევის შესახებ შეტყობინება

    თუ მასპინძლის ან სტუმრის პროფილში Airbnb‑ზე რამე არასწორად მოგეჩვენებათ, შეგვატყობინეთ მის შესახებ.
  • ინსტრუქცია • სტუმარი

    თანხის დაბრუნების წესები

    თანხას თითქმის დაუყოვნებლივ ვაბრუნებთ, თუმცა ანგარიშზე მის ასახვას, როგორც წესი, დაახლოებით 15 სამუშაო დღე სჭირდება. ზოგიერთი რეგიონის ან გადახდის მეთოდის შემთხვევაში, აღნიშნულს, შესაძლოა, მეტი დრო დასჭირდეს.
  • გაერთიანების წესები

    დისკრიმინაციის შემთხვევების აღკვეთა

    ყველასთვის სავალდებულოა ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დაცვა და გაერთიანების ვალდებულებაზე თანხმობის განცხადება, რაც გულისხმობს, რომ ყველას, ვინც Airbnb‑ს იყენებს, მოეთხოვება, პატივისცემით, განსჯისა და მიკერძოების გარეშე მოეპყროს ერთმანეთს.
მიიღეთ დახმარება ჯავშნებთან, ანგარიშთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.
შესვლა ან რეგისტრაცია