ვიდეო თარგმნილია სალომე წილოსანის მიერ. დიდი მადლობა, სალომე!! ❤
ახლა კი მაინტერესებს როგორ ავუხსნა ადამიანს თუ რა არის ცვლადი პროგრამიერებაში? გამაგებინეთ თუ იცით ვინმემ? 🙂 გმადლობთ!
ვიდეო თარგმნილია სალომე წილოსანის მიერ. დიდი მადლობა, სალომე!! ❤
ახლა კი მაინტერესებს როგორ ავუხსნა ადამიანს თუ რა არის ცვლადი პროგრამიერებაში? გამაგებინეთ თუ იცით ვინმემ? 🙂 გმადლობთ!
თუ ღმერთს სურს ბოროტების შეჩერება, მაგრამ არ შეუძლია?
მაშინ ის ყოვლისშემძლე არ ყოფილა.
თუ შეუძია, მაგრამ არ სურს?
მაშინ ის არაკეთილმოსურნეა.
თუ თან სურს და თან შეუძლია?
მაშინ რა არის ბოროტების წყარო?
ხოლო თუ არც შეუძლია და არც სურს?
მაშინ მას რატომ ვეძახით ღმერთს?
Is God willing to prevent evil, but not able?
Then he is not omnipotent.
Is he able, but not willing?
Then he is malevolent.
Is he both able and willing?
Then whence cometh evil?
Is he neither able nor willing?
Then why call him God?
ეს არის ცნობილი პარადოქსი ბოროტების არსებობის შესახებ. ის წარმოადგენს ტრილემას (ღმერთი ყოვლისშემძლეა, ღმერთ კეთილია, მაგრამ ბოროტება არსებობს). ასეთი არგუმენტი ახასიათებდათ ძველ ბერძენ სკეპტიკოსებს. კერძოდ კი, პარადოქსის ამ ფორმას მიაკუთვნევენ ეპიკურეს. ბევრს იგი ათეისტი ეგონა, თუმცა ეპიკურე არ უარყოფდა ღმერთების არსებობას. ის ამბობდა, რომ შეიძლება კი არსებობენ ღმერთები, მაგრამ ჩვენით ისინი არ არიან დაინტერესებული და არ აპირებენ ადამიანთა დასჯა-დასაჩუქრებას ამ ან შემდეგ ცხოვრებაში.
ამ პარადოქსის ზუსტი ფორმა არ არის ცნობილი – გავრცელებულია რამოდენიმე სხვადასხვა ფორმულირება. თუმცაღა, ყველას მსგავსი აზრი აქვს. წაიკითხე მეტი ამ გვერდზე.
სვინგ ცეკვა, ჩემი ახალი სიყვარული ❤ კერძოდ კი, Lindy Hop და East Coast.
ახლახანს ვიყავი არაჩვეულებრივ საცეკვაო საღამოზე, West End Stomp, St. Louis-ში. საღამოს 8 საათზე დაიწყო ერთსაათიანი გაკვეთილი დამწყებთათვის – გვასწავლეს ორიოდე მოძრაობა, რომლით შეგვეძლო წყვილებში ცეკვა. მერე კი შუაღამემდე ვცეკვავდით… რა აღმაფრთოვანებელი ყოფილა ცეკვა! ❤ როცა საცეკვაო მოედანზე ხარ და პარტნიორი მოგყვება, თქვენს შორის რაღაც ამოუხსნელი კავშირია, ერთმანეთის უსიტყვოდ გესმით და მოძრაობაში ერთმანეთს ავსებთ – აი ბედნიერება! ❤

გარშემო ორმოცდაათი ადამიანია და ყველა იღიმის, ბედნიერებას ასხივებს! ძალაუნებურად შენც იღიმი და ივიწყებ ყველა დარდს – ახლა ცეკვის დროა ❤ რამოდენიმე ვიდეო გადავღე… მთალადაც კარგი არ გამოვიდა, მაგრამ ეს უნდა ვიკმარო სანამ Go Pro-ს არ ვიყიდი.
დღევანდელი ელექტრონული მოწყობილობები (კომპიუტერი, ტელეფონი, mp3 დამკვრელები) ეფუძნება მასალებს სახელით “ნახევარგამტარი“. ნახევარგამტარებს აქვს გამტარსა და დიელექტრიკს შორის საშუალო თვისებები. მაგალითად, დიოდი არის ისეთი ნახევარგამტარული მოწყობილობა, რომელიც ელექტრულ დენს ატარებს მხოლოდ ერთი მიმართულებით. პირდაპირი მიმართულებით, დიოდი გამტარია, უკუ მიმართულებით – გაუმტარი.
შუქდიოდი (LED – light emitting diode) არის განსაკუთრებული სახეობის დიოდი – ის ანათებს (ნახ.1).

როცა მასში გადის პირდაპირი მიმართულების დენი, ენერგიის რაღაც ნაწილი გარდაიქმნება გარკვეული ფერის (ანუ ტალღის სიგრძის) შუქად. ფერი დამოკიდებულია ნახევარგამტარის მასალაზე – ხელმისაწვდომია მრავალი ფერის შეუქდიოდები. Continue reading რა არის შუქდიოდი? (LED)
სულიკოს ნოტები ტუჩის გარმონისთვის.
ჰარმონიკა დიატონური (diatonic), ტონალობა: C
5 5 4 -4 5 -5 -4 5 სა-ყვარ-ლის საფ-ლავს ვე-ძებ-დი, -6 -6 -6 -6 6 -8 -7 7 ვერ ვნა-ხე!.. და-კარ-გუ-ლი-ყო!.. 7 7 -7 7 -8 7 -7 -6 -7 -6 6 გუ-ლა-მოსკ-ვნი-ლი ვჩი-ო-დი: -6 -6 6 6 -5 6 -5 5 „სა-და ხარ, ჩე-მო სუ-ლი-კო?!“ 7 7 -7 7 -8 7 -7 -6 -7 -6 6 გუ-ლა-მოსკ-ვნი-ლი ვჩი-ო-დი: -6 -6 6 6 -5 6 -5 5 „სა-და ხარ, ჩე-მო სუ-ლი-კო?!“
სალამი ხალხო!
მაქვს პატარა განახლება ელდრიჩის პროექტთან დაკავშირებით. ტექსტების 92% მზადაა, შეგვიძლია დავიწყოთ თარგმანის სინჯვები, ანუ playtesting!
თამაშის ავტორებს მივწერე და ველი პასუხს 🙂 თარგმანის დაწყებიდან კი დიდი ხანია გასული, მაგრამ იმედს არ ვკარგავ, რომ ჩვენს თარგმანს ჩართავენ თამაშის ოფიციალურ ვერსიაში! (ბეტაში კი უკვე ჩართულია, მაგრამ საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი)
სანამ ველით თარგმანის დასრულებას და ავტორების პასუხს, გთავაზობთ ეკრანის ორიოდე ანაბეჭდს: