ანსამბლი ბანი – რაჭული


ძალიან მომეწონა, თანამედროვე ელემენტებით… დას ის გუთ!

 

მოკლე კაბა რომ ჩაგიცვამს,
მოუმატე სიგრძესაო.
მამაშენი ვერსად ნახავს, ჩემისთანა სიძესაო.
მამაშენი ვერსად ნახავს, ჩემისთანა სიძესაო.
* * *
გასწი გარმონს, გარმონს, გარმონს,
დოუკარი დაირა.
გასწი გარმონს, გარმონს, გარმონს,
დოუკარი დაირა.
გადახტი და ათამაშე, თიკუნა და ნაირა.
გადახტი და ათამაშე, თიკუნა და ნაირა.

* * *

აბა განი რასგაგანი, ტანი ბიჭო ტანიო.
გოგოებო, გენაცვალეთ, გავლა გამოვლაშიო.

* * *

აბა ტაში რა?საცოლოა რაო? ცოლი უნდა. რამდენი?
ერთი ყავს და ორი უნდა
ტაში ბიჭო გიორგუნა არ გაუშვა ეგ ბოშუნა
ტაში ბიჭო გიორგუნა არ გაუშვა ეგ ბოშუნა
დოუკვირდი მაგასაო მაგის ჩიტის კაბასაო
დოუკვირდი მაგასაო მაგის ჩიტის კაბასაო
კაბას რავა დავამადლი გოგოს ამისთანასაო
კაბას რავა დავამადლი გოგოს ამისთანასაო
ქვემო რაჭველი გოგონა ზემო რაჭველს უყვარსაო
ქვემო რაჭველი გოგონა ზემო რაჭველს უყვარსაო

* * *

ჩამოდექი განი,განი, ტაში ბიჭო, ტაშიო.
გოგოვ შენ კი გენაცვალე, გავლა გამოვლაშიო.
ჩამოდექი განი,განი, ტაში ბიჭო ტაშიო.
გოგოვ შენ კი გენაცვალე, გავლა გამოვლაშიო

ვყიდი ჩემს Samsung Galaxy Ace


როგორ იქნა, ვყიდი ჩემ საყვარელ ტელეფონს… კარგი ტელეფონია 🙂 მაგრამ ახლა S2 ვიშოვე და ბედნიერას საზღვარი არა აქვს!

ჩემი ტელეფონის სურათი

ბატარეა საშუალოდ ძლებს 2-3 დღე (5ც ყოფილა, გააჩნია როგორ მოიხმარ)

ტელეფონი დაცულია გოლეთიანის და სამსუნგის ოფიციალური 3-წლიანი გარანტიით. ნახმარია, მაგრამ არის მშვენიერ მდგომარეობაში და ეკრანი უნაკაწროა.

მოყვება სილიკონის დამცავი, 4GB მეხსიერების ბარათი და მისი SD-ზე გადამყვანი, USB-სადენი, დამტენი და ყუთი. გარდა ამისა, გააჩნია ცვლადი თეთრი და შავი ფერის უკანა ნაწილი.

– ციტატა mymarket.ge

ტაბახმელა, სეტყვა – 19 აგვ 2012


ძალიან დიდმარცვალა სეტყვა იყო… შიფერები და ფანჯრები დატეხა სულ. ასეთი სეტყვა ჯერ არ მინახავს! 😀

 

ეს კი იმ დღის პატარა სლაიდშოუ:

This slideshow requires JavaScript.

ვითამაშოთ! Stacking: ეპიზოდი 01 – სადგური


 

 

 

 

მაგარი ღადაობა თამაშია 😀

მითხარით თქვენი მოსაზრების შესახებ კომენტარებში! ძაააალიან გამიხარდება 😉

ვითამაშოთ! Minecraft: ეპიზოდი 01


 

მითხარით თქვენი მოსაზრების შესახებ კომენტარებში! ძალიან გამიხარდება 😉

Humble Indie Bundle V. ის დაბრუნდა!


ლინუქს გეიმერებო, ის დაბრუნდა!
და მას საუკეთესო თამაშები ახლავს!

გადაიხადეთ რამდენიც გსურთ!
გადაწყვიტეთ, გადახდილი თანხის რა წილი ვის ანგარიშზე ჩაირიცხება – შემმუშავებლების თუ საქველმოქვედოთ!

გაააქტიურეთ შეძენილი თამაშები Steam-ში!
ახლა უკვე უბუნტუ პროგრამული ცენტრის მხარდაჭერით!

humblebundle.com

cd /home/dracid/

Design a site like this with WordPress.com
Get started