
ჩემი პირველი TTF შრიფთი… გადმოტვირთეთ საიტიდან Fonts.Ge → MG Niniko.
კოდირება: UTF-8.
დღეს აღმოვაჩინე ძალიან კარგი პოსტი საიტზე OMG!Ubuntu – აერო ინტერფეისის ფუნქციის გაკეთება უბუნტუში. მინდა გითხრათ, ძალიან გამიხარდა –> ამ ფუნქციაზე ვაბოდებდი Win7-ს გამოსვლის მერე…
კი, KDE-ს აქვს… მაგრამ მე პლაზმა არ მიზიდავს – ჯუჯები უფრო სექსუალურად მიმაჩნია… 😉

ეს რუსული ვიდეო ვნახე ჩემი კარგი მეგობრისა და კოლეგის, გურამ DjGuro ვანიშვილის, ბლოგზე: High Radiation Zone
შიგნიდან შემაზანზარა, რომ იცოდეთ… რაც არ უნდა ითქვას რუსების შესახებ, მათ შორისაც არსებობს ხალხი ვისაც სიმართლის არ ეშინია. ამბობენ პირდაპირ, სახეში… ეს ვიდეო ეხება ყველას!
[ეს არის ძველი პოსტი. სრული სია, განახლებული და შევსებული გადავიდა ამ გვერდზე]
“ანუ რას შევალიე წინა ღამე”
ყველამ ზეპირად ვიცით რა პროგრამებია საჭირო Window$ სისტემაზე. მგონი, პირველკლასელებმაც კი იციან – იმდენად ტელევიზორს აღარ უყურებენ, რამდენს კომპიუტერთან ზიან და რაღაცაებს “ჩალიჩობენ”.
დავფიქრდი. გადავწყვიტე. დავჯექი. დავგუგლე! 🙂
აი, რა გამომივიდა… გამოვიდა რომ ლინუქს აქვს თითქმის ნებისმიერი Windows პროგრამის თავისი ალტერნატივა!
ასევე, 51 პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ორივე Linux-სა და Windows-ზე:
AbiWord, Adobe Acrobat Reader, Adobe Air, Adobe Flash Player, Audacity, BitComet, Blender3D, Celestia, Chromium, Dropbox, Eclipse, FileZilla, Firefox, Foxit Reader, Frostwire, GIMP, GnuCash, Google Chrome, Google Desktop, Google Earth, Google Voice and Video Chat, Hamachi, Inkscape, KeepNote, LimeWire, Midori, Mozilla Thunderbird, Mplayer, NetBeans, OpenOffice.Org, Opera, PeaZip, Picasa, Pidgin, PuTTY, SciTE, Scribus, SeaMonkey, Skype, Spotify, Stellarium, Sunbird, Sweet Home 3D, Team Viewer, TrueCrypt, UltraEdit, VirtualBox, VLC, WireShark, XnView, Yahoo Messenger…
თუ მოგაფიქრდებათ რაიმე შენიშვნა ან აზრი ან ახალი პროგრამა, გთხოვთ დატოვოთ კომენტარი… დიდი სიამოვნებით განვაახლებ ამ ჩამონათვალს!
განახლება 19.სექ.2010: ჩამონათვალს დაემატა ფაილთა მმართველები.

ცნობისთვის: CCD შექმნეს უილარდ ბოილ[Willard Boyle] და ჯორჯ სმითმა[George E. Smith], 1969 წელს ლაბორატორიაში AT&T Bell Labs. მოწყობილობამ მოახდინა რევოლუცია ელექტრონულ ინჟინერიაში, რადგან მას ჰქონდა მაღალი წარმადობა, სიზუსტე და, იმდროინდელ მოწყობილობებთან შედარებით, ძალზედ მცირე ზომა. ყველაზე ფართოდ ის გამოყენება შუქმიმღებ მოწყობილობებში(სენსორებში). ვიდეოკამერები, სკანერები, ქსეროქსის მოწყობილობები – უმეტესობა გამოიყენებს CCD მიმღებს(ასევე, არსებობენ სხვა სენსორები, მაგ. CCD-ს მთავარი კონკურენტი – CMOS). მაღალხარისხიან ფოტოაპარატებსა და კამერებში გამოიყენება ე.წ. 3CCD სენსორი, რომელიც პრიზმის მეშვეობით, ყოფს შემავალ სხივებს 3 ფერად. თითოეულ ფერს აღიქვამს ცალკე CCD სენსორი. ამით მიიღწევა გამოსახულების მაღალი სიზუსტე. მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ თავისუფალ ენციკლობედიას Wikipedia.Org->CCD…
Continue reading მიღწევა კომუნიკაციებში: მუხტკავშირიანი მოწყობილობები [CCD]
იმათთვის, ვინც არ იცის: Audacity არის შესანიშნავი აუდიო რედაქტორი. უფასო, მძლავრი, მარტივი გამოყენებაში; აქვს OGG, WAV, MP2, MP3, AIFF, AU ფორმატების რედაქტირების მხარდაჭერა, ხმის ჩაწერის შესაძლებლობა. ხელმისაწვდომია თითქმის ყველა პლატფორმაზე(Mac, Win, GNU/Linux). ოფიციალური გვერდი: http://audacity.sourceforge.net/
რადგან MP3 ფორმატში ხმის კოდირება საჭიროებს დამატებით ბიბლიოთეკებს(ეს დაკავშირებულია მაგ ბიბლიოთეკების გავრცელების ლიცენზიასთან…), ნაგულისხმევად ისინი არ არიან ჩართული Audacity-ს პაკეტში.რასაკვირველია, მათი ჩართვა არის ძალზედ მარტივი. 🙂
