OpenAI და Python-ის კულინარიული ინტელექტი • უფასო ლექცია

რეგისტრაცია ➜
🎁 კურსის ჩუქება
სილაბუსი

📌 4 სექტემბერს, 20:00 საათზე, გიწვევთ ღია ლექციაზე ,,OpenAI და Python-ის კულინარიული ინტელექტი’’

კულინარია და პროგრამირება ის ორი სფეროა, რომლებიც ერთი შეხედვით სრულიად განსხვავებული ჩანს, თუმცა მათ რეალურად ბევრი საერთო აქვთ.

ორივე მათგანი კრეატიულობას, ლოგიკას, სიზუსტესა და დეტალებისადმი ყურადღებას მოითხოვს. რთულად წარმოსადგენია, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის დამატებით თქვენ შეგიძლიათ, კულინარიაც სრულიად ახლებურად და განსხვავებულად დაინახოთ.

გსურთ გაიგოთ, როგორ არის ეს შესაძლებელი✨ მაშინ არ გამოტოვოთ ჩვენი მასტერკლასი:

„OpenAI და Python: კულინარიული ინტელექტი“.

მასტერკლასზე თქვენ გაიგებთ, თუ როგორ არის შესაძლებელი, Python-ისა და OpenAI-ის დახმარებით შექმნათ რეცეპტები და შესაძლო შედეგები ვიზუალურად ასახოთ. ასევე გაეცნობით ხელოვნურ ინტელექტთან მუშაობის საფუძვლებს და მის როლს სამზარეულოში.

ხელოვნური ინტელექტი არა მხოლოდ ასისტენტია, არამედ მენტორიც, რომელსაც შეუძლია, შეფ-მზარეულის მსგავსად გაუძღვეს სამზარეულოს.

არ გამოტოვოთ ეს უნიკალური შესაძლებლობა, გააფართოოთ თქვენი ცოდნა და უნარები გასტრონომიასა და პროგრამირებაში!


✨ მასტერკლასს ჩაატარებს მიხეილ ქანთარია, რომელიც ამჟამად არის EPAM-ის Big Data DevOps დეპარტამენტის უფროსი სისტემური ინჟინერი და აქვს ვებ-დეველოპმენტის 17-წლიანი, ხოლო უმაღლესი სასწავლებლების ლექტორობის 12-წლიანი გამოცდილება

დარეგისტრირდი უფასო მასტერკლასზე და შეინახე დასწრების ბმული


კონსულტაციისთვის დამიკავშირდი 591 67 00 67

რეგისტრაცია ➜



სხვა კურსები

ბუღალტერია და საგადასახადო კოდექსი პრაქტიკაში

აღნიშნული საბაზისო საბუღალტრო კურსის მთავარი მიზანია მონაწილეებს მისცეს ფუნდამენტური ცოდნა და ძირითადი უნარები, რათა ეზიარონ აღრიცხვის ძირითად პრინციპებს.

AGILE გუნდის ფასილიტაცია

AGILE გუნდის ფასილიტაციის კურსი სასარგებლო იქნება მათთვის, ვისაც სურს განავითაროს ფასილიტატორის აზროვნება, ცოდნა და უნარები, მიიღოს გამოცდილება პრაქტიკოსისგან და აქტიურად ჩაერთოს სწავლებაში.

Mobile App Development with React Native

კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს მყარი ფუნდამენტი React Native-ზე დაფუძნებული მცირე და საშუალო ზომის mobile აპლიკაციების შესაქმნელად და მოამზადოს სტუდენტი ამ მიმართულებით ჯუნიორ პოზიციაზე დასასაქმებლად.

ვიდეო კონტენტის შექმნა

ვიდეო კონტენტის შექმნის კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს საჭირო ცოდნა და პრაქტიკული უნარები, რათა შეძლონ მაღალი ხარისხის, ეფექტური მოკლე ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის სხვადასხვა პლატფორმისთვის.

ყველა კურსი